"ექიმი ვარ, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია" - 27 წლის თელაველი ქეთი ლეშკაშელი, რომელმაც გერმანიაში სამსახური დატოვა და უკრაინაში ჩავიდა - კვირის პალიტრა

"ექიმი ვარ, მაგრამ იარაღის აღებაც მომიწია" - 27 წლის თელაველი ქეთი ლეშკაშელი, რომელმაც გერმანიაში სამსახური დატოვა და უკრაინაში ჩავიდა

27 წლის თე­ლა­ვე­ლი ქეთი ლეშ­კა­შე­ლის ის­ტო­რი­ას "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი" ავ­რცე­ლებს. გო­გო­ნა ახლა უკ­რა­ი­ნა­შია, მა­ნამ­დე კი ბერ­ლი­ნის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, რათა უფრო მარ­ტი­ვად მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ცხელ წერ­ტილ­ში...

"პრო­ფე­სი­ით ექი­მი ვარ. უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ვე­ლე მე­დი­ცი­ნის კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე, მაგ­რამ ია­რა­ღის აღე­ბაც მო­მი­წია. გა­მოგ­ვყავს დაჭ­რი­ლი ბავ­შვე­ბი, ქა­ლე­ბი და მო­ხუ­ცე­ბი. ზუს­ტად ვიცი, რომ ამ ომის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­ში აღა­რა­ფე­რი გა­მაკ­ვირ­ვებს“, - რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში ყოფ­ნის თავ­გა­და­სა­ვალ­ზე 27 წლის თე­ლა­ვე­ლი ქეთი ლეშ­კა­შე­ლი გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის წევ­რია.

ქეთი ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­და, ომის და­წყე­ბის დღეს კი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი თქვა და პას­პორ­ტი გა­ა­ნად­გუ­რა. ქეთი ლეშ­კა­შე­ლი ომის და­წყე­ბის დროს ბერ­ლინ­ში ერთ-ერთ კო­ვიდ კლი­ნი­კა­ში ექი­მად მუ­შა­ობ­და. მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლის შე­სა­ხებ სა­ელ­ჩო­დან ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ი­ღო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და, სა­ი­და­ნაც ცხელ წერ­ტილ­ში გა­ემ­გზავ­რა და ქარ­თულ ლე­გი­ონს შე­უ­ერ­თდა.

"რუ­სეთ­ში და­ვი­ბა­დე და და­ბა­დე­ბი­დან ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მქონ­და. როცა 24 თე­ბერ­ვალს სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი და პას­პორ­ტიც გა­ვა­ნად­გუ­რე. რუ­სე­ბი ყვე­ლას გა­ნურ­ჩევ­ლად ხო­ცა­ვენ და ამ ყვე­ლა­ფე­რის გან­ცდა ჩემ­თვი­საც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად გა­და­იქ­ცა. ჯი­ბე­ში ორი პა­კე­ტი მი­დევს - ერთი დაჭ­რი­ლის და­სა­ფა­რებ­ლად და მე­ო­რე და­ღუ­პუ­ლე­ბის­თვის. ჩემ­თან ერ­თად არის 26 წლის ლა­გო­დე­ხე­ლი გო­გოც. აქ ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თის სი­ცო­ცხლე გვა­ბა­რია. ქარ­თვე­ლე­ბის ლე­გი­ონ­ში ვართ, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­ომ­რე­ბიც ირი­ცხე­ბი­ან. ყო­ველ­დღე ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვე­ბი მი­დის. ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სებს ჩვენს შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქვთ, ამი­ტომ ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. დედა ემო­ცი­უ­რად შეხ­ვდა ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას - უკ­რა­ი­ნა­ში წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ. ჩემი ძმა ამე­რი­კა­შია და ზუს­ტად ვიცი, რომ შე­ეძ­ლოს, ჩემს გვერ­დით იქ­ნე­ბო­და“, - გვიყ­ვე­ბა ქეთი.

ქეთი ლეშ­კა­შელ­მა მეფე ერეკ­ლე მე­ო­რის სა­ხე­ლო­ბის თე­ლა­ვის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯან­დაც­ვის მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო. შემ­დეგ დუ­ბა­ი­ში - კა­ნა­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით".

ის­ტო­რია მომ­ზა­დე­ბუ­ლია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრე­ბის ქსე­ლის" მიერ.