"რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა" - რას აცხადებს მარია ზახაროვა? - კვირის პალიტრა

"რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა" - რას აცხადებს მარია ზახაროვა?

რუსეთმა შვედეთი და ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შედეგების შესახებ დიპლომატიური არხებით გააფრთხილა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ გავავრცელეთ ყველა ჩვენი გაფრთხილება, როგორც საჯაროდ, ასევე ორმხრივი დიპლომატიური არხებით. შვედეთმა და ფინეთმა იციან ამის შესახებ, მათ გასაკვირი არაფერი ექნებათ, ისინი ყველაფერზე ინფორმირებულები იყვნენ, თუ რას გამოიწვევს ეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ცნობისთვის, ფინეთის პარლამენტში ნატო-ში გაწევრიანებაზე დებატები მიმდინარეობს. შვედეთი ასევე განიხილავს წარადგინოს თუ არა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის განაცხადი.

"ინტერპრესნიუსი"