"უკრაინის დიდი მეგობარი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს კიევშია"- რას წერს ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"უკრაინის დიდი მეგობარი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს კიევშია"- რას წერს ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერზე"?

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კიევში ვიზიტისთვის და უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა სოციალურ ქსელებში დაწერა და შარლ მიშელთან შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, მან და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური სექტორის მხარდაჭერა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კითხვარი განიხილეს.

„უკრაინის დიდი მეგობარი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს კიევშია. განვიხილეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა და ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისად კითხვარზე პასუხები. მადლობა ხალხთან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და სოლიდარობისთვის!“, - წერს ტვიტერში ზელენსკი.

"ინტერპრესნიუსი"