"სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს"

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი კიევში დასრულდა.

შარლ მიშელმა მოინახულა ბოროდიანკა, სადაც რუსული ძალების მიერ, აქტიური დაბომბვები მიმდინარეობდა. ქალაქის მონახულების შემდეგ, ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შარლ მიშელმა ,,ტვიტერში" განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინა "მარტო არ არის".

"შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში. სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად, გვერდიგვერდ ვდგავართ", - წერს შარლ მიშელი.

"ინტერპრესნიუსი"