პუტინის მუქარა დასავლეთს და პენტაგონის პასუხი - კვირის პალიტრა

პუტინის მუქარა დასავლეთს და პენტაგონის პასუხი

"ახა­ლი კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა სა­ი­მე­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბას გარე საფრ­თხე­ე­ბის­გან და ორ­ჯერ და­ფიქ­რე­ბას აი­ძუ­ლებს მათ, ვინც გა­ცხა­რე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით ცდი­ლობს ჩვენს ქვე­ყა­ნას და­ე­მუქ­როს", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის "სარ­მა­ტი" გა­მოც­დის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"გი­ლო­ცავთ სა­კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის "სარ­მა­ტის“ წარ­მა­ტე­ბით გაშ­ვე­ბას. ეს მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი ია­რა­ღი გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო პო­ტენ­ცი­ალს, სა­ი­მე­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბას გარე საფრ­თხე­ე­ბის­გან და ორ­ჯერ და­ფიქ­რე­ბას აი­ძუ­ლებს მათ, ვინც გა­ცხა­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი რი­ტო­რი­კით ცდი­ლობს ჩვენ ქვე­ყა­ნას და­ე­მუქ­როს“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სარ­მატს“ და­სავ­ლელ­მა ანა­ლი­ტი­კო­სებ­მა "სა­ტა­ნა 2“ უწო­დეს და ის რუ­სე­თის შემ­დე­გი თა­ო­ბის რა­კე­ტებს შო­რი­საა, რო­მელ­საც პუ­ტინ­მა "უძ­ლე­ვე­ლი" უწო­და. იგი საბ­ჭო­თა ეპო­ქის Voevoda ICBM-ის ჩა­სა­ნაც­ვლებ­ლა­დაა შექ­მნი­ლი.რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გა­მოც­და ჩრდი­ლო­ეთ რუ­სეთ­ში, პლე­სეც­კის კოს­მოდ­რომ­ზე ჩა­ტარ­და.

"სარ­მა­ტი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი რა­კე­ტაა სა­მიზ­ნე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი დი­ა­პა­ზო­ნით, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდის ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ძა­ლე­ბის საბ­რძო­ლო ძა­ლას“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ამ გან­ცხა­დე­ბი­დან და რა­კე­ტის გა­მოც­დი­დან მა­ლე­ვე, აშშ-ში, პენ­ტა­გონ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს.პენ­ტა­გონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მიერ, "სარ­მა­ტის" კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის გა­მოც­დას რუ­ტი­ნუ­ლად თვლის და არა რო­გორც საფრ­თხეს აშშ-სთვის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.

"ასე­თი ტეს­ტი­რე­ბა რუ­ტი­ნუ­ლია და გა­საკ­ვი­რი არ არის", - გა­ნა­ცხა­და პენ­ტა­გო­ნის პრესმდი­ვან­მა ჯონ კირ­ბიმ.