"უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება, 22 000 კი - საზღვრებზე ბუჩქებში იმალება" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება, 22 000 კი - საზღვრებზე ბუჩქებში იმალება"

ამ დროისთვის უკრაინაში დაახლოებით 90 000 რუსი სამხედრო იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

„დაახლოებით 90 000 ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა და სადღაც 22 000 საზღვრებზე ბედნიერად იმალება ბუჩქებში და წერს მოხსენებებს დედიკოებს და მამიკოებს: „არ გვინდა ბრძოლა, აქ საშინელებაა, შეიძლება აქედან წავიდე“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 20 900 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

ინტერპრესნიუსი