როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-25 აპრილს საქართველოში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21-25 აპრილს საქართველოში

21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება.

თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.