"ყოველ ოპერაციაზე შეყვანის წინ გვეუბნებიან, რომ დავემშვიდობოთ ბავშვს, რადგან შეიძლება ცოცხალი ვერ გამოვიდეს..." - კვირის პალიტრა

"ყოველ ოპერაციაზე შეყვანის წინ გვეუბნებიან, რომ დავემშვიდობოთ ბავშვს, რადგან შეიძლება ცოცხალი ვერ გამოვიდეს..."

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მოზარდი ისრაელში მშობლებთან ერთად იმყოფება, მას უკვე 4 ოპერაცია ჩაუტარდა. "იმედის" ეთერში დათის მშობლებმა, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს:

ირაკლი ქოქრაშვილი, დათის მამა: "ვიბრძვით სიცოცხლისთვის, დათიც გაიმარჯვებს და ჩვენც სულ მალე, ძალიან მალე ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ... მდგომარეობა კრიტიკულია. სეფსისი პროგრესირებს. ყოველ ოპერაციაზე შეყვანის წინ გვეუბნებიან, რომ დავემშვიდობოთ ბავშვს, რადგან შეიძლება ცოცხალი ვერ გამოვიდეს...

საქართველოში უნიკალური ოპერაცია გაკეთდა, სასწაულად იმუშავეს ქართველმა ქირურგებმა. ექიმები სასიცოცხლო ფუნქციას უნარჩუნებენ.

დათიკომ უნდა შეცვალოს ბევრი რამ საქართველოში. რადგან ამ შემთხვევამ უნდა დაასრულოს ის, რაც ბავშვს დაემართა.

ძალიან ვთხოვ და მოვუწოდებ ყველა მძღოლს, იარეთ ფრთხილად!", - ამბობს დათის მამა.

ქრისტი მამუკაშვილი, დათის დედა: "აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, დათის არ აქვს უფლება, ამდენ ადამიანს იმედი გაუცრუოს. ვგრძნობ, რომ ესმის ჩემი ნათქვამი, თვალს თითქოს ოდნავ ახელს, მაგრამ ვატყობ, რომ ბავშვი ჯერ ისევ შოკშია. რაც ჩამოსულები ვართ ინფექციას ვებრძვით. ორთოპედიაზე ჯერ ზედმეტია ლაპარაკი, ჯერ სიცოცხლის გადარჩენაა მთავარი. ღმერთის იმედზე ვართ და იმის იმედად, რომ წმინდა მიწაზე ვართ. ღმერთი არ გაგვწირავს. ამდენი ადამიანი რომ ლოცულობს ჩვენთვის, ეს გვაძლევს იმედს და გვაძლიერებს.

ამერიკაში ვიყავით და ამბავი სოციალირი ქსელით გავიგეთ. ჩვენმა ერთ-ერთმა ნათესავმა მომწერა, ძალიან მეწყინა ბავშვის ამბავი და როგორ არისო. მე ვიცოდი, რომ ბაბუა იყო ცუდად და გაოგნებული დავრჩი, მივხვდი, რომ რაღაცას მიმალავდნენ. ამპუტაციაზე "ფეისბუქიდან" გავიგე. ვიღაცამ გამოაქვეყნა პოსტი, ავარიაში რომ ბავშვი მოყვა შარტავაზე, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა და მშობლებს უმალავენო. თბილისში რომ ჩამოვედით და გავიგე, თურმე 1%-იც არ ჰქონდა გადარჩენის შანსი და სასწაული მოხდა, რომ გადარჩა, მას შემდეგ აღარაფერი მახსოვს", - ამბობს დათის დედა "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ 8 წლის დათის მანქანა დაეჯახა. მოზარდისთვის ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო, შემდეგ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს.

დათი ახლა გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის და წინ მკურ­ნა­ლო­ბის გრძე­ლი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. ოჯახს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

გა­ვერ­თი­ან­დეთ და­თის­თვის!

მიმ­ღე­ბი: ქრის­ტი­ნე მა­მუ­კაშ­ვი­ლი, დედა

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483