რე|ბანკი პროექტის „კინო მზიურში“ პარტნიორია - კვირის პალიტრა

რე|ბანკი პროექტის „კინო მზიურში“ პარტნიორია

28 აპრილიდან სოციალური საწარმო კაფე „მზიური“ რე|ბანკის პარტნიორობით ღია კინოჩვენებებს იწყებს. კინოჩვენებები მზიურში 2016 წლიდან იმართება. წლევანდელი პროექტი განახლებული ფორმატით ბრუნდება, რომლის მიზანიც ქართული საავტორო ფილმების პოპულარიზაციას და ფართო მასებისთვის ჩვენებას ისახავს მიზნად.

კინოჩვენება თვეში 4-ჯერ გაიმართება, ყოველ ხუთშაბათს, 21 საათზე. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება როგორც თანამედროვე ქართული კინო, ასევე კინო კლასიკა და სპეციალურად მოზარდებისთვის შერჩეული ფილმები. დაგეგმილია მეოთხე, თავისუფალი ჩვენებაც, რომლისთვისაც ფილმის შერჩევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პრიექტის ფარგლებში პერიოდულად მოეწყობა შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს საშუალებას მისცემს მეტი გაიგოს ბოლო დროის კინო-ნამუშევრების შესახებ. კინოჩვენებების შემდეგ ყველა მაყურებელს ექნება საშუალება ჩაერთოს დისკუსიაში არამხოლოდ ნაჩვენები ფილმის, არამედ მასთან დაკავშირებული აქტუალური თემების შესახებ.

რე|ბანკთან ერთად, პროექტის პარტნიორები არიან ჟურნალი „ინდიგო“ და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. პროექტის კურატორი კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ნინო ჩიმაკაძეა. ნინო ამ დროისთვის ინგლისურენოვანი საერთაშორისო გამოცემის atinati.com-ის კინოჟურნალისტია, გასულ წელს კი ბათუმის კინოფესტივალის კინოკრიტიკოსთა ჟიურის წევრი იყო.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა, სივრცე კი ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.

„ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება ისეთი ურბანული პროექტის პარტნიორი ვიყოთ, რომელიც ჩვენს გარემოს და ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ვიმედოვნებთ, რომ „კინო მზიურში“ ბევრი საინტერესო დისკუსიის დასაწყისი იქნება“ - ანანო ქორქია, რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

ტოპ|ქარდის მოთხოვნა შესაძლებელია ონლაინ: https://rbnk.ge/3jZ4yGw

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10, 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525