"სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ..."რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღა­ცას..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ბუღაძე? - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, ჩემი ცხოვრების პირველი "შპიონი" აღმოვაჩინეთ..."რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღა­ცას..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ლაშა ბუღაძე?

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლის ფან­ჯრებ­თან "რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი შე­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ფონ­ზე სა­ეჭ­ვოდ სა­უბ­რობ­და.

ბუ­ღა­ძის თქმით, უცხო კაცი თა­ნა­მო­სა­უბ­რეს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ერთი თვე ელოდ­ნენ იმის სიგ­ნალს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

"მე­გობ­რე­ბო, ცოტა ხნის წინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი "შპი­ო­ნი" აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯრის ქვეშ, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, მო­ყუ­ჩე­ბულ ად­გი­ლად მი­იჩ­ნია, "რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღა­ცას... ჩემი ტე­ლე­ფო­ნი თან არ მქონ­და და ჩა­წე­რა თა­ვი­დან ვერ მო­ვას­წა­რით. კაცი რუ­სუ­ლად ეუბ­ნე­ბო­და თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, რომ ჯობ­და სა­ღა­მო­ო­ბით არ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რათა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ე­პყროთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად ყო­ფი­ლიყ­ვნენ... რომ 1 თვეა ელო­დე­ბი­ან სიგ­ნალს (!), რათა აქ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, - ასე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, 1 კვი­რა­ში წახ­ვალ­თო და არ გა­ვი­და ეს 1 კვი­რაა, ზუგრჩან­თე­ბი არც ამოგ­ვი­ლა­გე­ბია სიგ­ნა­ლის მო­ლო­დინ­შიო, - არც დე­დას უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ ტე­ლე­ფონ­ზე, არც ცოლს, არც არა­ვი­სო, ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტო­რი ასე იქ­ცე­ვაო...

მარ­ტო ყოფ­ნა რთუ­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც კო­მუ­ნა­კა­ცი­ა­ში არ უნდა შეხ­ვი­დე არა­ვის­თან და ამი­ტომ ჯო­ბია, ორნი ვი­ყო­თო. "ნე ვი­სო­ვი­ვატ­სია". მას შემ­დეგ, რაც რო­გორც იქნა, შევწვდი ტე­ლე­ფონს ფო­ტოს და ვი­დე­ოს გა­და­სა­ღე­ბად (რაც მო­ვას­წა­რი) და "რუს­კი კა­რაბ­ლის" შე­სა­ხებ და­ვუ­ძა­ხეთ, ზურ­გი შეგ­ვაქ­ცია და სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აირ­ბი­ნა კიბე მთაწ­მინ­დის­კენ... ეს მოხ­და დღეს - 14:30-ზე. ქუ­ჩის კა­მე­რებს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი უნდა ჰყავ­დეს. მისი პოვ­ნა - სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში - ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ეს უც­ნა­უ­რი წარ­წე­რე­ბი ქუ­ჩებ­ში (რაც უკ­რა­ი­ნა­შიც ჩან­და ომამ­დე) და ახლა ამ კა­ცის აღ­მო­ჩე­ნა - სა­გან­გა­შო სიმპტო­მე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. რას ელო­დე­ბოდ­ნენ "ერთი თვე"? ვინ შე­მო­დის და შე­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში? ვი­მე­ო­რებ, ვი­დეო და ფოტო მაქვს", - წერს მწე­რა­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" და სუს-სა და შსს-ს მი­მარ­თავს: "ველი თქვენს რე­ა­გი­რე­ბას!" - წყარო