"ხალხო, არ სვამენ შპიონები ისეთ ნიშნებს ყველას რომ თვალში მოხვდეს" - თორნიკე შარაშენიძე ლაშა ბუღაძის პოსტს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ხალხო, არ სვამენ შპიონები ისეთ ნიშნებს ყველას რომ თვალში მოხვდეს" - თორნიკე შარაშენიძე ლაშა ბუღაძის პოსტს ეხმაურება

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მწერალ ლაშა ბუღაძის მიერ გავრელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება

"იყო ასეთი მწერალი უილიამ ლე კიუ (William Le Queux) რომელმაც პირველი მსოფლიო ომის წინ სულელური შპიონური რომანები დაწერა და მთელი ინგლისი გააგიჟა. ხალხო, არ სვამენ შპიონები ისეთ ნიშნებს ყველას რომ თვალში მოხვდეს.(ჰო, ისა და ანონიმუსის მოპოვებული აგენტების სია სად ვნახო?) " - წერს ექსპერტი შარაშენიძე.

ბუ­ღა­ძის თქმით, უცხო კაცი თა­ნა­მო­სა­უბ­რეს ეუბ­ნე­ბო­და, რომ ერთი თვე ელოდ­ნენ იმის სიგ­ნალს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

"მე­გობ­რე­ბო, ცოტა ხნის წინ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი "შპი­ო­ნი" აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. ჩვე­ნი სახ­ლის ფან­ჯრის ქვეშ, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, მო­ყუ­ჩე­ბულ ად­გი­ლად მი­იჩ­ნია, "რუსი ტუ­რის­ტის იე­რის მქო­ნე" კაცი ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღა­ცას... ჩემი ტე­ლე­ფო­ნი თან არ მქონ­და და ჩა­წე­რა თა­ვი­დან ვერ მო­ვას­წა­რით. კაცი რუ­სუ­ლად ეუბ­ნე­ბო­და თა­ნა­მო­სა­უბ­რეს, რომ ჯობ­და სა­ღა­მო­ო­ბით არ გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, რათა ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ე­პყროთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად ყო­ფი­ლიყ­ვნენ... რომ 1 თვეა ელო­დე­ბი­ან სიგ­ნალს (!), რათა აქ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, - ასე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, 1 კვი­რა­ში წახ­ვალ­თო და არ გა­ვი­და ეს 1 კვი­რაა, ზუგრჩან­თე­ბი არც ამოგ­ვი­ლა­გე­ბია სიგ­ნა­ლის მო­ლო­დინ­შიო, - არც დე­დას უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ ტე­ლე­ფონ­ზე, არც ცოლს, არც არა­ვი­სო, ყვე­ლა კონ­ტრაქ­ტო­რი ასე იქ­ცე­ვაო...

მარ­ტო ყოფ­ნა რთუ­ლია ასეთ პი­რო­ბებ­ში, სა­დაც კო­მუ­ნა­კა­ცი­ა­ში არ უნდა შეხ­ვი­დე არა­ვის­თან და ამი­ტომ ჯო­ბია, ორნი ვი­ყო­თო. "ნე ვი­სო­ვი­ვატ­სია". მას შემ­დეგ, რაც რო­გორც იქნა, შევწვდი ტე­ლე­ფონს ფო­ტოს და ვი­დე­ოს გა­და­სა­ღე­ბად (რაც მო­ვას­წა­რი) და "რუს­კი კა­რაბ­ლის" შე­სა­ხებ და­ვუ­ძა­ხეთ, ზურ­გი შეგ­ვაქ­ცია და სწრა­ფი ნა­ბი­ჯით აირ­ბი­ნა კიბე მთაწ­მინ­დის­კენ... ეს მოხ­და დღეს - 14:30-ზე. ქუ­ჩის კა­მე­რებს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი უნდა ჰყავ­დეს. მისი პოვ­ნა - სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში - ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ეს უც­ნა­უ­რი წარ­წე­რე­ბი ქუ­ჩებ­ში (რაც უკ­რა­ი­ნა­შიც ჩან­და ომამ­დე) და ახლა ამ კა­ცის აღ­მო­ჩე­ნა - სა­გან­გა­შო სიმპტო­მე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. რას ელო­დე­ბოდ­ნენ "ერთი თვე"? ვინ შე­მო­დის და შე­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში? ვი­მე­ო­რებ, ვი­დეო და ფოტო მაქვს", - წერს მწე­რა­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" და სუს-სა და შსს-ს მი­მარ­თავს: "ველი თქვენს რე­ა­გი­რე­ბას!"