"კარგი, დეიდა, მადლობა" - როგორ უპასუხა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს? - კვირის პალიტრა

"კარგი, დეიდა, მადლობა" - როგორ უპასუხა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში მოქალაქის კომენტარს?

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ფუძ­ნე­ბი­დან ათი წლის გას­ვლის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ში" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"10 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბის მხარ­დამ­ხარ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოც­ნე­ბო მო­მავ­ლის შე­ნე­ბის სურ­ვი­ლით გუ­ლან­თე­ბუ­ლე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ირ­გვლივ და და­ვა­არ­სეთ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო."

ჩვენ­მა პარ­ტი­ამ მო­ა­ხერ­ხა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მა­შინ­დე­ლი პო­ლიტსპექტრის კონ­სო­ლი­და­ცია, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბით ქვეყ­ნის ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ჩი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს სწო­რი, ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის­კენ სა­ვალ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა!დიდი გა­მოწ­ვე­ვაა პარ­ტი­ის­თვის გარე მტრის­გან მო­მა­ვალ საფრ­თხე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, დიდი ტვირ­თია ში­ნა­ურ მტერ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ყო­ველ­მხრივ გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა და ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში ქვეყ­ნის სწო­რად მარ­თვა.

ამავდრო­უ­ლად, დიდი სტი­მუ­ლია ხალ­ხის ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის­კენ სვლა და უდი­დე­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ქვეყ­ნის წინსვლა­ში, სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბა­ში პარ­ტი­უ­ლი კვა­ლის და­ტო­ვე­ბა-უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, მშვი­დო­ბი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, დოვ­ლა­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვე­ნი ყვე­ლას სა­ოც­ნე­ბო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის!" - და­წე­რა კა­ლა­ძემ.

kaladze-1650556496.jpg

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის პოსტს არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ კი კო­მენ­ტა­რებ­ში და­უ­წე­რა, რომ "გარე მტე­რი რუ­სე­თია და რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია."

"გარე მტე­რი არის რუ­სე­თი. და სა­ზე­პი­როდ და თხრო­ბით გაქვთ და­ვა­ლე­ბა, რომ გა­ი­აზ­როთ: რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია! ქარ­თვე­ლო­ბას ევ­რო­პა არ გვარ­თმევს, არც ამე­რი­კა! ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნია, რა­საც თქვენ უშ­ლით ხელს", - წერს ის კა­ლა­ძის პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში.

მას თბი­ლი­სის მერ­მა ასე უპა­სუ­ხა: "კარ­გი, დე­ი­და, მად­ლო­ბა."

კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა დრო­საც პა­სუ­ხობს ხოლ­მე და ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის კო­მენ­ტა­რის ავ­ტო­რებს სხვა დრო­საც მი­მარ­თავს ხოლ­მე სი­ტყვით - "დე­ი­და."