თბილისში, ავტობუსში მგზავრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

თბილისში, ავტობუსში მგზავრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ავტობუსში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 118-ე მუხლებით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"ინტერპრესნიუსი"