ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ, პუტინის საყვარელი ქალი გამოჩნდა
ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალი, რომელზეც მსოფლიო მედია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან წერდა და მისი პერსონით, ასევე ადგილსამყოფელით ინტერესდებოდა, რუსეთშია. ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე პუტინის ფავორიტი ქალია. მედია წლებია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავს და სწორედ მის გამო დაშორდა თავის დროზე ოფიციალურ ცოლს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კაბაევაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შვილებთან ერთად შვეიცარიას აფარებდა თავს. ადგილობრივები და უკრაინელები შვეიცარიის მთავრობას სთხოვდნენ, რომ კაბაევა ქვეყნიდან გაეძევებინათ. შვეიცარიის ოფიციალური პირები კი ამბობდნენ, რომ ალინა კაბაევა მათ ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
ამჯერად კი რუსული მედია წერს, რომ ის რუსეთში რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციას დაესწრო.
"ძირს ქუსლები - ალინა კაბაევა რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის რეპეტიციაზე 100 ათას რუბლად ღირებულ სპორტული ფეხსაცმლით მივიდა", - ასეთი სათაურებით აქვეყნებენ რუსული ონლაინ გამოცემები მის შესახებ ახალ ამბებს.
ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. ეს ტანმოვარჯიშის პირველი გამოჩენაა კამერების წინ. უკრაინაში სასტიკი ომის წარმოების პარალელურად, რუსეთი დროს არ კარგავს და უარს არ ამბობს სხვადასხვა შინაარსის ფესტივალებისა, თუ მუსიკალური დაჯილდოვებების გამართვაზე. ამჯერად გაზაფხულის ტრადიციული რიტმული ტანვარჯიშის ფესტივალის დროც მოვიდა. სწორედ ამ ფესტივალის რეპეტიციას დაესწრო კაბაევა.
რეპეტიციის ამსახველი ფოტოები, სადაც კაბაევაც პოზირებს, მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელმა, ეკატერინა სიროტინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იხილეთ სრულად