სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო - როგორ აღნიშნავენ ბრწყინვალე დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში - კვირის პალიტრა

სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს გარშემო - როგორ აღნიშნავენ ბრწყინვალე დღესასწაულს სხვადასხვა ქვეყანაში

აღდგომა საქართველოში, ისევე, როგორც მთელს ქრისტიანულ სამყაროში, უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას, შაბათ ღამეს, მორწმუნეები, ეკლესიაში ათენებენ.

წითელ პარასკევს ყველა ოჯახში კვერცხებს წითლად ღებავენ, რაც ქრისტეს ვნების სიმბოლოა. ბოლო წლებში სააღდგომო ტრადიციის აუცილებელ ატრიბუტად იქცა მომცრო ჭურჭელში ჯეჯილის გაზრდა, რაც სიცოცხლესა და განახლებას უკავშირდება.

რაც შეეხება პასკას, ის მაცხოვრის აღდგომის რწმენას განასახიერებს. სიმბოლურად იგი გოლგოთას აღნიშნავს, მთას, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს.

მრავალფეროვანი ტრადიციები უკავშირდება აღდგომას მსოფლიოს დანარჩენ ქრისტიანულ ქვეყნებშიც. ევროპაში აღდგომის განუყრელ ატრიბუტად დიდი ხანია კურდღელი იქცა, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს.

საინტერესოა როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

როგორი იყო და როგორია დღეს სააღდგომო სუფრის ტრადიციები - "დილის პალიტრის" სტუმარია საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაციის პრეზიდენტი; გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა. (წყარო)