"ბევრი ვმალე, თუ ცოტა, დადგა დრო იმისა, რომ..." - რას წერს თამუნა მუსერიძე, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდა - კვირის პალიტრა

"ბევრი ვმალე, თუ ცოტა, დადგა დრო იმისა, რომ..." - რას წერს თამუნა მუსერიძე, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდა

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს დიდი ხანია ეძებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ სიახლეზე წერს, რაც ხანგრძლივი კვლევისა და ტესტირებების შედეგად გახდა მისთვის ცნობილი:

"მოკლედ, ბევრი ვმალე, თუ ცოტა, დრო დადგა იმისა, რომ ჩემი ბიძაშვილი გაგაცნოთ - ნია ზარანდია, ადამიანი, რომელიც 3 თვეა ჩემთან ერთად ათენებს და აღამებს, ჩემთან ერთად იკვლევს სანათესაოს.

ბევრი ანალიზის, გენეტიკური ტესტების და კვლევების შემდეგ, საბოლოოდ მივიღეთ პასუხი - ნიას ბებია ნელი ნანავა და ჩემი ბებია (ან ბაბუა, ჯერ საბოლოოდ ამაზე პასუხი არ ვიცით) არიან დები, ან და-ძმა.

საბოლოო პასუხამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და მჯერა, ძალიან მალე საბოლოო წერტილს დავსვამთ.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი კიდევ ერთი ბიძაშვილის სასწაული გვერდში დგომა - ხათუ, მადლობა ყველაფრისთვის".

ასევე დაგაინტერესებთ:

"დედა, გთხოვ, გამოჩნდი..." - რას ჰპირდება ბიოლოგიურ მშობელს თამუნა მუსერიძე

"გოგონამ იპოვა დედა, მაგრამ ამ ქალმა უარყო, უთხრა, თანხას გადაგიხდი, ოღონდ თავი დამანებეო"

foto-1650615517.jpg