მოლდოვამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო - კვირის პალიტრა

მოლდოვამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო

მოლდოვამ შეავსო კითხვარი, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

მოლდოვას პრეზიდენტის, მაია სანდუს ადმინისტრაციაში ევროკავშირის ელჩისთვის, იანის მაჟეიქსისთვის შევსებული კითხვარის წარდგენის ცერემონია გაიმართა.

ელჩის განცხადებით, მოლდოვამ კითხვარის პირველი ნაწილის შევსება მხოლოდ 11 დღეში დაასრულა.

"ევროკავშირში გაწევრიანება არის მოლდოვის ეროვნული პროექტი, ახლანდელი თაობის პროექტი, არის შუქი გვირაბის ბოლოს, რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება. ამისათვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და საჭიროა მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა. ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, არის მშვიდობის, კეთილდღეობის და დემოკრატიის პროექტი. მოლდოვა უსაფრთხოდ იქნება ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მოლდოვამ აღნიშნული კითხვარი 11 აპრილს, საქართველოსთან ერთად მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"