რა დეტალები ხდება ცნობილი შარლ მიშელისა და ვლადიმერ პუტინის საუბრიდან? - კვირის პალიტრა

რა დეტალები ხდება ცნობილი შარლ მიშელისა და ვლადიმერ პუტინის საუბრიდან?

ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კონტაქტის შესაძლებლობა დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელშიც კიევს ჯერ არ გამოუჩენია თანმიმდევრულობა , - ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საუბარში განაცხადა, ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

"შარლ მიშელის მოწოდებაზე ვლადიმირ ზელენსკისთან პირდაპირი კონტაქტის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგებზე, რა დროსაც უკრაინული მხარე შეუსაბამობას ავლენს და არ არის მზად ორმხრივი გადაწყვეტილებების მისაღებად“, - ნათქვამია განცხადებაში.

TASS-ის ინფორმაციით, პუტინმა და მიშელმა ასევე განიხილეს უკრაინაში არსებული ვითარება.

"შარლ მიშელმა კიევში მისი ბოლო ვიზიტის დროს უკრაინის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მიშელთან საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა პრინციპული შეფასებები გააკეთა დონბასის რესპუბლიკების დასაცავად განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს უკრაინაში "მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ზომების შესახებაც განუცხადა.

"რუსეთის პრეზიდენტმა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მიმდინარე ღონისძიებებზე, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე და საბრძოლო ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებაზე ისაუბრა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"