შალვა პაპუაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტო აქვეყნებს
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ინსტაგრამზე" უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ალექსანდრე თებერვალში დაიბადა.
შალვა პაპუაშვილმა და გვანცა სუთიძემ ერთმანეთი წლების წინ, თბილისობაზე, საერთო სამეგობრო წრეში გაიცნეს, 2012 წელს კი იქორწინეს. წყვილს პირველი შვილი ელენე პაპუაშვილი 2013 წელს შეეძინათ.
პოლიტიკოსი არაოფიციალურ ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად აქვეყნებს.