"ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ..." - რას წერს დომენიკ მანგო? - კვირის პალიტრა

"ცილს მწამებდნენ, "ვიღაც გოგოს ურიცხავდა ფულსო", ეს ის გოგოა, რომელიც ახლა კიევშია და ..." - რას წერს დომენიკ მანგო?

ბლო­გე­რი დო­მე­ნიკ მან­გო, იგი­ვე კუ­კუ­რი ბა­რა­მი­ძე უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ფუ­ლის მით­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს. იგი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ასა­ჯა­რო­ებს სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ამო­ნა­წე­რებს, რათა და­ამ­ტკი­ცოს, რომ ცილს სწა­მე­ბენ.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი წუ­ხი­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ ამის გა­კე­თე­ბა მო­მი­წია და ასეთ და­ბა­ლი დო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობ.

"მან­გომ უკ­რა­ი­ნა­ში ფული ჩა­ი­ჯი­ბა"-ს სა­პა­სუ­ხოდ, ვა­სა­ჯა­რო­ვებ ბან­კის სრულ ამო­ნა­წერს, ყვე­ლა ჩა­რი­ცხუ­ლი, გა­და­რი­ცხუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თან­ხის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­დან უკ­რა­ი­ნამ­დე და უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ხარ­ჯა. მე ამ ბრალ­დე­ბებს ჯერ კი­დევ უკ­რა­ი­ნი­დან ვუ­პა­სუ­ხე სი­ტყვი­ე­რად და რად­გან სი­ტყვა არ კმა­რა, და­სა­ბუ­თე­ბით ვპა­სუ­ხობ.

სამი ბრალ­დე­ბა იყო:

მან­გომ ფული "ჩა­ი­ჯი­ბა".მან­გო ლვოვ­ში ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და.მან­გო საჭ­მელს არ აჭ­მევ­და ხალ­ხს.ფული "ჩა­ი­ჯი­ბა"-ს სა­პა­სუ­ხოდ, ვა­სა­ჯა­რო­ვებ ორი­ვე ბან­კის ან­გა­რიშს. ერთი ჩემი პი­რა­დი ან­გა­რი­შია, სა­დაც ხალ­ხი რი­ცხავ­და თან­ხას, ხოლო მე­ო­რე ბა­რა­თი იმის­თვის გახ­და სა­ჭი­რო, რომ ჩემი ბა­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­რჩა და ApplePay-ს სა­შუ­ა­ლე­ბით ვერ ხერ­ხდე­ბო­და გა­დახ­და გზა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად ვი­ყე­ნებ­დით ჩემი თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის (რო­მე­ლიც ასე­ვე გზა­ში გა­ვი­ცა­ნი) გვან­ცა გე­ლაშ­ვი­ლის ბა­რათს. რო­გორც ცილს მწა­მებ­დნენ, "ვი­ღაც გო­გოს ური­ცხავ­და ფულ­სო", ეს ის გო­გოა, რო­მე­ლიც ახლა კი­ევ­შია და ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია ამ ცი­ლის­წა­მე­ბის გამო.

მან­გო ლვოვ­ში არ ჩამ­ჯდა­რა მან­ქა­ნა­ში თა­ვის "ახლო წრეს­თან" ერ­თად, რო­გორც ცილს მწა­მე­ბენ. ლვოვ­ში გა­მოგ­ვა­კი­თხა ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის 4-მა მან­ქა­ნამ და რაც ჩა­ე­ტია პირ­ველ გზა­ზე, ის ხალ­ხი ჩას­ხდა ჩემი ჩათ­ვლით. გზა­ზე დაგ­ვა­ყოვ­ნა კო­მენ­დან­ტმა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მოგ­ვი­წია შე­ყოვ­ნე­ბა და სწო­რედ ამის გამო ვერ მიბ­რუნ­და მან­ქა­ნე­ბი, რომ დრო­უ­ლად წა­მო­ეყ­ვა­ნა მე­ო­რე ნა­წი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ხალ­ხთან ერ­თად ვი­ყა­ვით და მე­ო­რე ნა­წი­ლი გვე­ლო­დე­ბო­და ლვოვ­ში. სა­ბო­ლო­ოდ ავ­ტო­ბუ­სის 90% ერ­თად ვი­ყა­ვით თით­ქმის ერთი თვე. ის ერთი ადა­მი­ა­ნი კი, ვინც ახლა ბევ­რს ლა­პა­რა­კობს, ლვო­ვი­დან წა­ვი­და და სად წა­ვი­და ჩვენ არ ვი­ცით. ზოგი თავ-თა­ვის გზას და­ად­გა, ზოგს მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და უკ­რა­ი­ნა­ში. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ ჩვენ ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბის 90% თით­ქმის ერთი თვე ვი­ყა­ვით ერ­თად და შე­სა­ბა­მი­სად ეს ბრალ­დე­ბაც ცი­ლის­წა­მე­ბა და ნა­ძირ­ლო­ბაა.

მან­გო არა თუ საჭ­მელს არ აჭ­მევ­და ავ­ტო­ბუსს, არა­მედ ხში­რად იმის გამო, რომ მძღო­ლი არ აჩე­რებ­და ნორ­მა­ლურ ად­გი­ლებ­ზე, თვი­თო­ნაც მში­ე­რი რჩე­ბო­და. პრობ­ლე­მა თან­ხა­ში კი არა, მძღოლ­ში იყო, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბით აჩე­რებ­და და ისეთ ად­გი­ლებ­ზე ჩერ­დე­ბო­და, სა­დაც არ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი ავ­ტო­ბუ­სის და­სა­პუ­რებ­ლად. ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა იყო ის, რომ თურ­ქუ­ლი ენა არ ვი­ცო­დით და ვერ ვა­ხერ­ხებ­დით შე­სა­ბა­მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. რო­გორც ცილს მწა­მე­ბენ "თა­ვის სა­ახ­ლობ­ლოს" აჭ­მევ­დაო, იმ ავ­ტო­ბუს­ში ყვე­ლა იმ დღეს გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იჯდა. იქ ყვე­ლა ჩემი ახ­ლო­ბე­ლი იყო! მეს­მის, რომ ეს გა­ჩე­რე­ბე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყო, თან მი­თუ­მე­ტეს დამ­ღლელ გზა­ზე, თუმ­ცა ეს იყო ყვე­ლას­თვის ერ­თნა­ი­რად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, მათ­შო­რის ჩემ­თვი­საც.ამ ფი­ნან­სე­ბით მოხ­და ავ­ტო­ბუ­სის, საკ­ვე­ბის, უკ­რა­ი­ნა­ში სი­გა­რე­ტის, ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, პო­ლო­ნე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბის გაშ­ვე­ბის, და­პუ­რე­ბის თუ სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ამ ან­გა­რი­ში­დან არა თუ ვინ­მემ რამე "ჩა­ვი­ჯი­ბეთ", არა­მედ ზე­ვი­დან კი­დევ ვა­მა­ტებ­დით, რომ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი და ათე­უ­ლო­ბით ჩა­მომ­სვლე­ლი ყო­ფი­ლი­ყო უზ­რუ­ველ­ყო­ფი­ლი. ახლა და­ჯე­ქით, იან­გა­რი­შეთ და ხარჯთაღ­რი­ცხვა ჩა­ი­ბა­რეთ! ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს იმ "კაც­მა" ან მა­ინც მო­უ­წევს. ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს და ვერც ცდის, რომ ჩემი სა­ხე­ლი გა­ტე­ხოს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯის გამო.

ცნო­ბის­თვს, დო­მე­ნიკ მან­გო უკ­რა­ი­ნა­ში ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად იყო ჩა­სუ­ლი და იქი­დან უკვე დაბ­რუნ­და. ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მო­უ­წო­და უკ­რა­ი­ნა­ში წამ­სვლელ ადა­მი­ა­ნებს, ერ­თად შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ და რომ მგზავ­რო­ბას თა­ვად გა­უ­წევ­და ორ­გა­ნი­ზე­ბას. მარ­თლაც ასე მოხ­და, ისი­ნი ერთი ავ­ტო­ბუ­სით ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში. მან­გომ მა­შინ ან­გა­რი­შის ნო­მე­რიც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ხალ­ხს მო­უ­წო­და, თან­ხე­ბი ჩა­ე­რი­ცხათ, რომ საბ­რძოლ­ვე­ლად წა­სულ ბი­ჭებს ტრან­სპორ­ტის, გზის და კვე­ბის ფული ჰქო­ნო­დათ. მათ გარ­და უკ­რა­ი­ნა­ში სხვა­დას­ხვა გზით კი­დევ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ჩა­ვი­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან­გოს მი­სა­მარ­თით ბრალ­დე­ბე­ბი გა­ის­მა და იგი აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ამ­ხი­ლეს.

EXCLUSIVE: "მანგო ფულს "ტეხავდა". საზოგადოების დარიცხული თანხის 20% არ წასულა დანიშნულების მიხედვით" - რას პასუხობს დომენიკ მანგო მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას