ორი რუსი ოლიგარქისა და მათი ცოლ-შვილის გარდაცვალების იდუმალებით მოცული ამბავი - "ისინი 24-საათიან შუალედში იპოვეს": რა ვერსიები აქვს გამოძიებას
მედიის ცნობით, 24-საათიან შუალედში, ორი რუსი ოლიგარქი ცოლებთან და შვილებთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ერთი შემთხვევა, რუსეთში, მოსკოვში მოხდა, ხოლო მეორე - ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარიში.
თავდაპირველად, გასულ ორშაბათს, "გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, ვლადისლავ ავაიევი იპოვეს გარდაცვლილი მოსკოვში მდებარე მისსავე სახლში. რუსული სააგენტო "ტასის“ ცნობით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიღებული. სახლში გარდაცვლილი იპოვეს ასევე მისი ცოლი და ქალიშვილი.
რუსული გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ავაიევმა ჯერ ცოლი და ქალიშვილი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.
ამ ამბიდან 24 საათში ესპანეთში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს კიდევ ერთი რუსი ოლიგარქი სერგეი პროტოსენია. გარდაცვლილები ნახეს ასევე მისი ცოლი და ქალიშილიც. ესპანური მედიის ცნობით, ნაპოვნია ასევე სისხლიანი დანა. პროტოსენია იყო "გაზპრომბანკთან" მჭიდრო კავშირის მქონე კომპანიის Novatek-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. (გაგრძელება)