ორი რუსი ოლიგარქისა და მათი ცოლ-შვილის გარდაცვალების იდუმალებით მოცული ამბავი - "ისინი 24-საათიან შუალედში იპოვეს": რა ვერსიები აქვს გამოძიებას - კვირის პალიტრა

ორი რუსი ოლიგარქისა და მათი ცოლ-შვილის გარდაცვალების იდუმალებით მოცული ამბავი - "ისინი 24-საათიან შუალედში იპოვეს": რა ვერსიები აქვს გამოძიებას

მე­დი­ის ცნო­ბით, 24-სა­ა­თი­ან შუ­ა­ლედ­ში, ორი რუსი ოლი­გარ­ქი ცო­ლებ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ერთი შემ­თხვე­ვა, რუ­სეთ­ში, მოს­კოვ­ში მოხ­და, ხოლო მე­ო­რე - ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ლო­რეტ დე მა­რი­ში.

თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­სულ ორ­შა­ბათს, "გა­ზპ­რომ­ბან­კის“ ყო­ფი­ლი ვიცე პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დის­ლავ ავა­ი­ე­ვი იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე მის­სა­ვე სახ­ლში. რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო "ტა­სის“ ცნო­ბით, მას ჭრი­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს ასე­ვე მისი ცოლი და ქა­ლიშ­ვი­ლი.

რუ­სუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ავა­ი­ევ­მა ჯერ ცოლი და ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლა, ხოლო შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა.

ამ ამ­ბი­დან 24 სა­ათ­ში ეს­პა­ნეთ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს კი­დევ ერთი რუსი ოლი­გარ­ქი სერ­გეი პრო­ტო­სე­ნია. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ნა­ხეს ასე­ვე მისი ცოლი და ქა­ლი­ში­ლიც. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ნა­პოვ­ნია ასე­ვე სის­ხლი­ა­ნი დანა. პრო­ტო­სე­ნია იყო "გა­ზპ­რომ­ბანკთან" მჭიდ­რო კავ­ში­რის მქო­ნე კომ­პა­ნი­ის Novatek-ის ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. (გაგრძელება)