"კიეველი მადონა" - ვინ არის უკრაინელი დედა, რომლის ფოტოც ნეაპოლში ხატად იქცა: ბომბებს გაქცეული კიდევ ერთი უკრაინელი ქალის ამბავი - კვირის პალიტრა

"კიეველი მადონა" - ვინ არის უკრაინელი დედა, რომლის ფოტოც ნეაპოლში ხატად იქცა: ბომბებს გაქცეული კიდევ ერთი უკრაინელი ქალის ამბავი

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და მე­ძუ­ძუ­რი ქა­ლის ფოტო, რო­მე­ლიც კი­ე­ვის მეტ­როს ბა­ქან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სუ­რა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მა­ზე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, შემ­დეგ ფო­ტოს მი­ხედ­ვით ხატი და­ი­წე­რა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში, ნე­ა­პო­ლის ერთ-ერთ ტა­ძარ­ში და­აბ­რძა­ნეს და მას სიმ­ბო­ლუ­რად "კი­ე­ვე­ლი მა­დო­ნა" უწო­დეს...

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ქალი 27 წლის ტა­ტი­ა­ნა ბლიზ­ნი­ა­კია, თა­ვის ქა­ლიშ­ვილ მა­რი­ჩკას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დროს სულ რა­ღაც ორი თვის იყო. ომის და­წყე­ბი­სას ტა­ტი­ა­ნას ქა­ლიშ­ვილ­თან, მე­უღ­ლე მი­ხა­ილ­თან და ძაღ­ლთან ერ­თად თავ­შე­საფ­რის ძი­ე­ბა დას­ჭირ­და.

madona3-35450-1650715453.jpg

ფო­ტოს ავ­ტო­რი 50 წლის უნ­გრე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი ან­დრას ფი­ოლ­დე­სი გახ­ლავთ, რო­მელ­მაც ქალი შვილ­თან, ქმარ­თან და ძაღ­ლთან ერ­თა­დაც, გა­და­ი­ღო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტა­ტი­ა­ნამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მის ოჯახს სას­წრა­ფოდ სურ­და ევა­კუ­ა­ცია, რად­გან კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბის ხმა ის­მო­და, მაგ­რამ მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თე­ბი აღარ იყო. ამი­ტომ პირ­ვე­ლი ღამე კორ­პუ­სის დე­რე­ფან­ში გა­ა­ტა­რეს, მე­ო­რე დღეს კი მეტ­რო­ში ჩა­ვიდ­ნენ. "ცი­ო­და, ხმა­უ­რი და ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო", - ამ­ბობს ტა­ტი­ა­ნა.

სწო­რედ ამ დროს მეტ­რო­ში უნ­გრუ­ლი გა­მო­ცე­მის Teleks-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, მათ შო­რის იყო ფო­ტოგ­რა­ფი ფი­ოლ­დე­სი, რომ­ლის ყუ­რა­დღე­ბაც ერთ-ერთ კე­დელ­თან მჯდომ­მა ამ პა­ტა­რა ოჯახ­მა მი­ი­პყრო. ნა­ნახ­მა გა­ა­ო­ცა, რად­გან მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არას­დროს ჰქო­ნია და მა­ნამ­დე არც ომში უმუ­შა­ვია.

"ეს ისე­თი სა­ოც­რე­ბა იყო. ასე­თი სი­ახ­ლო­ვე ასო­ბით ადა­მი­ანს შო­რის", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც კად­რი მხატ­ვარ­მა მა­რი­ნა სო­ლო­მენ­ნი­კო­ვამ ნახა, მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­და­წყვი­ტა ხატი და­ე­წე­რა. (გაგრძელება)