რუსულმა ძალებმა "აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს - კვირის პალიტრა

რუსულმა ძალებმა "აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს

რუსულმა ძალებმა ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა განაახლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა, ქარხანაზე შტურმის მიზნით, საჰაერო შეტევები განაახლეს.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოუწოდა, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაზე სამხედრო თავდასხმის განხორციელების ნაცვლად მისი ტერიტორია ბლოკადაში მოექციათ.