"თუ სარკეში თავი არ მოგწონთ, სარკის ბრალი არ არის", "ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო" - ნოდარ მელაძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

"თუ სარკეში თავი არ მოგწონთ, სარკის ბრალი არ არის", "ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო" - ნოდარ მელაძე და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია და ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნო­დარ მე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ნო­დარ მე­ლა­ძემ მე­ლია "ტვ პირ­ვე­ლი გა­კი­ცხვის" გამო გა­აკ­რი­ტი­კა, რა­საც პო­ლი­ტი­კო­სის პა­სუ­ხიც მოჰ­ყვა.

"ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა ვი­კად­როთ” - ამ­ბობს ნიკა მე­ლია ფბ ლა­ივ­ში და ტვ პირ­ველს კი­ცხავს. კი, ასე ნიკა, ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა იკად­როთ! სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ გი­ამ­ბოთ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის როლ­ზე? მე­დია აშუ­ქებს ამ­ბავს.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის ამ­ბის გა­შუ­ქე­ბა მე­დი­ის მო­ვა­ლე­ო­ბაა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მო­ტყუ­ე­ბა ცუ­დია. მე­დია რო­დის, ვის და რა კი­თხვას და­უს­ვამს, ეს ჟურ­ნა­ლის­ტის გა­და­სა­წყვე­ტია. მე­დია რო­დის და რა თე­მას გა­ა­შუ­ქებს, ამა­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წყვე­ტენ. მე­დი­ის კონ­ტრო­ლის გან­ზრახ­ვას ცენ­ზუ­რა ქვია. ცენ­ზუ­რა - ცუ­დია, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია - კარ­გი.

მე­დია სარ­კეა, ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას და აჩ­ვე­ნებს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ა­ლურ სა­ხეს, თუ სარ­კე­ში თავი არ მოგ­წონთ, სარ­კის ბრა­ლი არ არის. ის გაჩ­ვე­ნებთ ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ხართ.

ასეა ტე­ლე­ვი­ზი­აც აი­რეკ­ლავს რე­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბა. ჯამი ჭურ­ჭე­ლია, თეთ­რი თეთ­რი, შავი შავი. კი­თხვა პა­სუხს მო­ი­თხოვს, უპა­სუ­ხო კი­თხვა გაქ­ცე­ვას ნიშ­ნავს. თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლია ყვე­ლას­გან, კრი­ტი­კუ­ლი მე­დია კრი­ტი­კუ­ლია ყვე­ლას მი­მართ. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ­ძი­მეს, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ათა­ვი­სუფ­ლებს", - წერს ნო­დარ მე­ლა­ძე. (გაგრძელება)