ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა - კვირის პალიტრა

ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.

თავდასხმა დღეს მოხდა, თუმცა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

„ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ინფრასტრუქტურა დაზიანებულია“, - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ოდესა, რომელიც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, შეჭრის დაწყების დღიდან რუსული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.