"მაისიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით“ - რისი გაძვირებაა მოსალოდნელი მომავალი თვიდან - კვირის პალიტრა

"მაისიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით“ - რისი გაძვირებაა მოსალოდნელი მომავალი თვიდან

"მაისიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მაისიდან საქართველოში გაძვირდება:

პური და ფუნთუშეული საშუალოდ 18% - ით;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზეთი, მაკარონი და ა.შ) საშუალოდ 15% - ით;

კომუნალური სერვისები 12% - ით;

ინფლაცია გაიზრდება და გადააჭარბებს 14.5% - ს;

ლარი ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდება საშუალოდ 15-20 პუნქტით.

ამ ყოველივეს ფონზე დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები რჩება იგივე და კორელაცია ფასების ზრდასა და ინფლაციასთან შეწონილში იძლევა საშუალოდ 20%-ით შემცირებულ მსყიდველუნარიანობას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ საშუალო ჰარმონიული შეწონილის და პოპულაციის პრინციპით მაისის თვიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით.

სანამ მთავრობა არ გაატარებს რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც შემოიტანს ახალ ვალუტას ქვეყანაში და გახსნის ახალი ბაზრების შესაძლებლობას, იქამდე თვიდან თვემდე გავღარიბდებით.

მცირე მთავრობის კონცეფცია;

ბიუჯეტის ხარჯვითი და ადმინისტრაციული ნაწილის მინიმუმ 4 მილიარდით შემცირება;

მულტისავალუტო სისტემის ამუშავება;

თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა;ბლოკჩეინ “ქალაქების” და “სილიკონ ველის” შექმნა ყველა ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით;ერთი გადასახადის პრინციპზე გადასვლა (სეილს ტაქსი ან ბრუნვის 5%);

სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების სრული პრივატიზება.ეს ის მინიმუმია, რომელზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში 18 თვეში დაეტყობა ეკონომიკას,“- წერს აბესაძე. (წყარო)