შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა - კვირის პალიტრა

შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში, კედლებზე კატებს ხატავდა და ამოუცნობ წარწერებს აკეთებდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუმარტეს, საქმე რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურს გადაეცემა. ასევე იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა.

„პირი იდენტიფიცირებულია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა. დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. საქმე რეაგირებისთვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ამასთან, იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი პირი, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა“,- აღნიშნავენ უწყებაში.