"ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო"

ომის შეჩერება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ის დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიევში, ერთ-ერთ მეტროსადგურში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რა დროსაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა კვლავ დაჟინებით მოითხოვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და ფიქრობს თუ არა, რომ მოლაპარაკებები ომს დაასრულებს.

უკრაინის პირველი პირის თქმით, მას სურს ომის დასრულება. მისივე განცხადებით, ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი სამხედრო გზასა და დიპლომატიურ გზას შორის, დიპლომატიას აირჩევდა.

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ მას არ ეშინია საკუთარი უსაფრთხოების, თუმცა მისი ოჯახი შეშფოთებულია.