გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა - კვირის პალიტრა

გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არის მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.