"ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ საქართველოს მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ საქართველოს მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას"

„ჩვენ ელჩს მეგობრულ საქართველოში აუცილებლად დავაბრუნებთ, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი მთავრობის ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა და უკრაინის ელჩის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესებასთან დაკავშირებით.

„მოვისმინე გზავნილები, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკა უნდა დაიცვან. რა ეკონომიკა? საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უკვე წაართვეს. მათ [რუსებმა] თითქმის თბილისამდე მიაღწიეს. რომელი ეკონომიკა? მე მგონია, რომ ეს ამად არ ღირს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აღნიშნულ ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.