"გზა, რომლითაც "ოცნება“ მიდის, არც ნატოში მიგვიყვანს და არც ევროკავშირში“ - კვირის პალიტრა

"გზა, რომლითაც "ოცნება“ მიდის, არც ნატოში მიგვიყვანს და არც ევროკავშირში“

"ქართულ ოცნებას" მეათე წლისთავზე­ "მატყუარა ოცნებების პარტია" უნდა ვუწო­დოთ",­ - განაცხადა "სტრატეგია აღმაშ­ენებლის" ლიდერმა­ გიორგი ვაშაძემ, რომლის თქმით,­ 10 წლის იუბილე დიდ ტყუილში სავალუტო ფონდის ჩართვით აღნიშნეს: "გვეუბნებიან, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ეკონომიკა ორნიშნა ციფრით­ გაიზრდებაო. ამის დასტურად თითქოსდა სავალუტო ფონდის რაღაც მონაცემები მოჰყავთ. სავალუტო ფონდის მონაცემები ძალიან სამწუხაროა­ - ეკონომიკა წელს არა ორნიშნა ციფრით, არამედ 3,5%-ით­ გაიზ­რდება, მომავალ წელს კი მხოლოდ­ 5%-ით. საშუალოდ 5%-ია საუკეთესო მაჩვენებელი... მთავარი პრობლემა და თავსატეხი კორუფციაა, მიკერძოებული და კლანური სასამართლო, ადამიანის დარღვეული უფლებები და დაცლილი ქვეყანა - უკიდურესი გაჭირვების გამო ემიგრაციაში წასული ასიათასობით ადამიანი".

- საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა კოლეგებმა დეტალურად იციან საქართველოს ყველა პრობლემა. პირველი არის უსაფრთხოება, მეორე - დემოკრატიული რეფორმები და მესამე - საქართველომ თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ევროკავშირშიც დაჩქარებულად გავწევრდეთ და მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან. გვინდა ნატოს წევრობა? მაშინ რეალურად უნდა ვიფიქროთ რეფორმებზე, დემოკრატიაზე, თავისუფალ სასამართლო სისტემაზე, ეკონომიკის განვითარებაზე. ზუსტად იგივე ითქმის ევროკავშირში გაწევრებაზეც. ამიტომ, ვფიქრობ, მათ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმისთვის, რომ "ოცნება" ვაიძულოთ ნორმალურ, ცივილიზებულ გზას დაადგეს. გზა, რომლითაც "ოცნება" მიდის, არც ნატოში მიგვიყვანს და არც ევროკავშირში.

- ოპოზიციის ნაწილმა ვადამდელი არჩევნების იდეა გაააქტიურა, თქვენ რას ფიქრობთ?

- ვადამდელი არჩევნების თემა ოპოზიციის ნაწილმა გაააქტიურა, დღეს ის მოცემულობა არ არის, რომ ამაზე ვიფიქროთ.

- პარლამენტის ბოიკოტირების იდეას როგორ აფასებთ?

- ეს "ნაციონალების" იდეაა. ჩვენი პოზიცია ასეთია - უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი პოლიტიკური ბრძოლისთვის, იქნება პარლამენტი, საკრებულოები, საერთაშორისო ფრონტზე აქტიურობა თუ მედიასა და ხალხთან ურთიერთობა.

- "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის უცხოეთში გამგზავრებას მოითხოვს. თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხზე?

- ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი სააკაშვილის უცხოეთში ტრანსპორტირებაა, მით უფრო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტი კითხვა უჩნდებათ როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ასევე უკრაინელ მეგობრებს. სააკაშვილის შესახებ კითხვები საქართველოში სტუმრად მყოფმა სენატორებმა და კონგრესმენებმაც დასვეს. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მიდგომებით, როგორიც დღეს გვაქვს, პოლარიზებული პოლიტიკური გარემოდან კიდევ დიდხანს ვერ გამოვალთ. ერთია, მიშას გადაყვანა და მეორე - კონკრეტული ნაბიჯები რეფორმებისთვის, რაც "ოცნებამ" უნდა გაატაროს. სხვაგვარად ქვეყანას დაწყნარება არ უწერია.

ხათუნა ბახტურიძე