ბოლო მონაცემებით, პოლტავას რეგიონში, ქალაქ კრემენჩუკში 9 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს
ბოლო მონაცემებით, პოლტავას რეგიონში, ქალაქ კრემენჩუკში 9 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს, რამაც ქალაქის ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
„მტერი, თუნდაც ასეთ წმინდა დღეს, არაფერს იშურებს“, - წერს პოლტავას რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრო ლუნინი.
ინტერპრესნიუსი