"რუსები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინული ძალების პოზიციებს ბომბავენ " - უკრაინის გენშტაბი - კვირის პალიტრა

"რუსები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე უკრაინული ძალების პოზიციებს ბომბავენ " - უკრაინის გენშტაბი

რუსული ძალები ლუგანსკის ოლქში, პოპასნაიაზე შტურმს ახორციელებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ მოხსენებაშია აღნიშნული.

„დონეცკისა და ტავრიის მიმართულებით მტერმა საარტილერიო დაბომბვა განახორციელა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განახორციელეს უკრაინული ძალების პოზიციებზე „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. მტერი პოპასნაიას დასახლებაზე შტურმს ახორციელებს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსი ოკუპანტები ხარკოვის, კარასივკას, პრუდიანკასა და კორორბოჩკინოს დასახლებებში საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვას აგრძელებენ.

„იზიუმ - ბარვინკოვისა და იზიუმ - სლოვიანსკის მიმართულებით, მტერი წარუმატებლად ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების განხორციელებას და ბობავდა ველიკა კომიშუვახას, ვირნოპილიასა და ნოვა დმიტრივკას დასახლებების ტერიტორიებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტერს დიდ ზარალს აყენებენ.

„მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 7 შეტევა, გაანადგურეს 13 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 17 ჯავშანტექნიკა, 18 მანქანა და 4 ტანკერი,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა Orlan-10-ის ტიპის სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.