"უკრაინის ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, შეცდომა იყო - რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება" - კვირის პალიტრა

"უკრაინის ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, შეცდომა იყო - რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.

მისივე თქმით, არ არსებობს ალტერნატიული ქვეყანა, სადაც უკრაინის მოქალაქეებს ისე ექცეოდნენ, როგორც საქართველოში.

„ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ ჩვენ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება”, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება არ არის სწორი.

„ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო, თუ კიდევ სხვა.

იმ სანქციებს, რაც აგრესორზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა დაიჩაგრება, ეს, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული, რომ ჩვენ შევუერთდეთ,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

IPN