ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს - კვირის პალიტრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული.

თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდა.

IPN