ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი წარადგინა. ამჟამად ბრიჯიტ ბრინკს სლოვაკეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა უკავია.

აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის ინფორმაციით, წინა წლებში ის იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროში, აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე უზბეკეთსა და საქართველოში.