"აზოვსტალის" ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ მომხდარა - ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას" - კვირის პალიტრა

"აზოვსტალის" ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმება არ მომხდარა - ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას"

უკრაინას არ მიუღწევია შეთანხმება რუსეთთან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი დატოვონ, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშშუკმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი იხსნება ორივე მხარის შეთანხმებით. ცალმხრივად გამოცხადებული დერეფანი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და შესაბამისად, არ არის ჰუმანიტარული დერეფანი,“- აღნიშნა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, დღეს, რუსეთის დროით 14:00 საათზე, მარიუპოლში ცეცხლი შეწყვიტონ და მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცეს.

IPN