"საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ - რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით" - კვირის პალიტრა

"საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ - რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით"

თუ მსოფლიო ლიდერებსა და ბიზნესს სერიოზულად სურთ რუსეთის ომის დანაშაულების დასრულება, მათ პირველ რიგში პუტინს ნავთობისგან მიღებული შემოსავალი უნდა ჩამოართვან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა!“- წერს კულება „ტვიტერზე“.

მისი თქმით, ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე რეალური ემბარგო უნდა დააწესოს.

„ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე რეალური ემბარგო უნდა დააწესოს. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. მოდით გარკვევით ვთქვათ: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს ნებისმიერ რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100%-ით რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, შეზღუდვებს თავი აარიდონ,”- დაწერა კულებამ.

IPN