სოფელ დირბში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

სოფელ დირბში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ერთი პირი, 1993 წელს დაბადებული მამაკაცი.

ცნობისთვის, შემთხვევა სოფელ დირბში მოხდა, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, ერთი პირი - 22 წლის ახალგაზრდა ბასრი საგნით დაჭრეს. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

IPN