შვედეთი და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ ნატოში წევრობის განაცხადები მომავალი თვის შუა რიცხვებში წარადგინონ - რა ინფორმაციას ავრცელებს "გარდიანი"? - კვირის პალიტრა

შვედეთი და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ ნატოში წევრობის განაცხადები მომავალი თვის შუა რიცხვებში წარადგინონ - რა ინფორმაციას ავრცელებს "გარდიანი"?

შვედეთი და ფინეთი შეთანხმდნენ, რომ შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ნატოში ერთდროულად წევრობის განაცხადები უკვე მომავალი თვის შუა რიცხვებში წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" სკანდინავიურ მედიაზე დაყდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აპრილში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, გადაწყვეტს „საკმაოდ სწრაფად, კვირებში და არა თვეებში“ გაწევრიანდება თუ არა ალიანსში.

მისმა შვედმა კოლეგამ, მაგდალენა ანდერსონმა კი აღნიშნა, რომ შვედეთი "მომზადებული უნდა ყოფილიყო რუსეთის მხრიდან ყველა სახის ქმედებებისთვის" და რომ "ყველაფერი შეიცვალა", როდესაც მოსკოვმა უკრაინას შეუტია.

როგორც მედია წერს, რუსეთმა ორივე ქვეყანა ამ ნაბიჯთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილა.

"ინტერპრესნიუსი"