"რუსეთისგან საფრთხე ყველა შემთხვევაში მელის, რუსებს ბოლო დროს დიდი ზიანი მიაყენა ქართულმა ლეგიონმა... ჯილდოები აქვთ ჩვენზე დაწესებული" - კვირის პალიტრა

"რუსეთისგან საფრთხე ყველა შემთხვევაში მელის, რუსებს ბოლო დროს დიდი ზიანი მიაყენა ქართულმა ლეგიონმა... ჯილდოები აქვთ ჩვენზე დაწესებული"

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა­ მამულაშვილი

- რუსეთის პროკურატურამ თქვენს წინა­აღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო­, ბრალად რუსი ჯარისკაცების წამება­ დაგდოთ.

- სინამდვილეში, რუსეთის პროკურატურამ, როგორც სჩვევია, ისტორია თავად გამოიგონა. გაავრცელეს ვიდეოები, რომელთაც აწერია, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა რუსი ტყვეები დახვრიტეს. მაგ ვიდეოებთან არც მე და არც ჩემი ლეგიონის წევრებს საერთო არაფერი გვაქვს. ჯერ ერთი, იქ რუსულად არის საუბარი, ქართველსაც­ არავინ ჰგავს. ჩვენ ამას სერიოზულად არ აღვიქვამთ.

- შესაძლოა შურისძიების ობიექტი გახდეთ.

- შურისძიების ობიექტი ვიქნები თუ არა, რუსეთისგან საფრთხე ყველა შემთხვევაში მელის. რუსებს ბოლო დროს დიდი ზიანი მიაყენა ქართულმა ლეგიონმა, ამიტომ მთავარ სამიზნეებად ვიქეცით, ჯილდოები აქვთ ჩვენზე დაწესებული, რუსეთის მტრებად ვართ გამოცხადებული, მაგრამ ამაზე არ ვდარდობთ. ქართული ლეგიონის გაშავებისთვის 8 წლის განმავლობაში ოთხი ფილმი გადაიღეს, ერთი იტალიელებსაც გადააღებინეს. ხან მსახიობებს იყენებენ ჩვენი დისკრედიტაციისთვის, ხან ქართველ მოღალატე პროვოკატორებს.

- მაგრამ შესაძლოა თქვენი განცხადებების საფუძველზე, სადაც ამბობთ, რომ რუსებს ტყვეებად არ აიყვანთ, უკრაინის ხელისუფლება­ იძულებული გახდეს პასუხისგებაში მიგცეთ.

- გამორიცხულია! შტაბში გვაქვს გამოკრული დიდი აბრა, რომელზეც ჟენევის კონვენციის წესდებებია ჩამოწერილი. დასავლეთიდან ჩამოსულ ოფიცრებს არაფერი შეეშლებათ, ჩვენებიც ყურადღებით ეცნობიან ამ დებულებებს. არავინ აპირებს ჟენევის კონვენციის დარღვევას. ამას გარდა, მე თავად ვარ ტყვედ ნამყოფი და ვიცი, რას ნიშნავს ეს. შესაბამისად, ქართული ლეგიონი რბილად არა, მაგრამ ადამიანურად ექცევა ტყვეებს და რაც მთავარია, ჩვენ არ ვიტოვებთ ტყვეებს, მათ დაუყოვნებლივ უკრაინულ მხარეს გადავცემთ. ბავშვების გაუპატიურების შემდეგ ემოციური ფონი მძიმე იყო და არც ერთ ჩვენგანს არ სურდა რუსების ტყვედ აყვანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ემოციების მოთოკვა, იმიტომ, რომ პროფესიონალი მეომრები ვართ და არა მკვლელები, იმიტომ, რომ ქართველები ვართ და არა რუსები. რუსებს სურთ ისეთებად წარმოგვაჩინონ, როგორიც თავად არიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან ვერაფერს გახდებიან! წაიკითხეთ სრულად