"ვითხოვ მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში" - კვირის პალიტრა

"ვითხოვ მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში"

"ვი­თხოვ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნას ამ ქვეყ­ნი­დან და შე­სა­ფე­რის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბას, იქ­ნებ ისევ არის შან­სი, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მისი სი­ცო­ცხლე", - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ რუს­თა­ვის ცი­ხეს­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა.

რო­გორც გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ბევ­რს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი „ყოვ­ლის­შემ­ძლე“ ჰგო­ნია და მისი ცუ­დად ყოფ­ნა უკ­ვირს.

"7 თვე იწუ­რე­ბა, რაც ჩემი შვი­ლი ჩა­მო­ვი­და. ამა­სო­ბა­ში ჩვენ მო­ვი­ა­რეთ ყვე­ლა ციხე, რაც კი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ციხე [რუს­თა­ვის], რო­მე­ლიც სხვა­თა­შო­რის, მისი აშე­ნე­ბუ­ლია. ის ციხე, რო­მე­ლიც გორ­ში ასე­ვე მისი აშე­ნე­ბუ­ლი, ვი­თომ კლი­ნი­კა ჰქვია, გლ­დან­ზე უკვე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი. ეს ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ გვეც­ლე­ბა ხე­ლი­დან. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ 2008 წელს არ ჩა­ა­ბა­რა ქვე­ყა­ნა და ბევ­რი სხვა წარ­მა­ტე­ბის გამო, რომ­ლის მოწ­მე ჩვენ ყვე­ლა ვი­ყა­ვით. მოგ­წონს, არ მოგ­წონს, იზი­ა­რებ, არ იზი­ა­რებ, ეს ხომ რე­ა­ლო­ბა იყო?! - ქვე­ყა­ნა აშენ­და, ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც არა­ვინ იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბის მოწ­მე ვი­ყა­ვით იმ წლებ­ში და ახლა რას ვი­ღებთ და რისი მოწ­მე­ე­ბი ვართ, ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გად ვხე­დავთ.

ახლა ვი­თხოვ, რო­გორც ყო­ველ­თვის არა­ერ­თხელ, მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გაყ­ვა­ნას ამ ქვეყ­ნი­დან და მო­თავ­სე­ბას შე­სა­ფე­რის კლი­ნი­კა­ში. იქ­ნებ ისევ არის შან­სი, რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მისი სი­ცო­ცხლე. დღეს უკვე ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა აქვს ამ ადა­მი­ანს და ბო­ლოს და ბო­ლოს გა­ი­გოს ყვე­ლამ. ძა­ლი­ან მიკ­ვირს ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბა; ხან­და­ხან ისე­თი ადა­მი­ა­ნი გკი­თხავს, „მარ­თლა, ეს რო­გორ მოხ­და?!“ - იმ­დე­ნად ყოვ­ლის­შემ­ძლე და სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ჰგო­ნი­ათ ეს ადა­მი­ა­ნი, სა­ერ­თოდ ჰგო­ნი­ათ, რომ უკ­ვდა­ვია, არა­ფე­რი დღეს არ შე­ე­ხე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ ეს ასე არ არის. ჩვენს თვალ­წინ ხდე­ბა მისი გაქ­რო­ბა, ეს არის თა­ვის მოჭ­რა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის დან­გრე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

ambebi.ge