"შემოგდებული თემაა, "ქოცებმა" "მარგველათი" სცადეს "ბორინკას" ამბების გადაფარვა" - კვირის პალიტრა

"შემოგდებული თემაა, "ქოცებმა" "მარგველათი" სცადეს "ბორინკას" ამბების გადაფარვა"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. "კურიერმა" ინფორმაციის გადამოწმება პირადად გიორგი მარგველაშვილთან სცადა, თუმცა მან ამ ეტაპზე კამერის წინ გამოჩენა არ ისურვა, სატელეფონო კომენტარში კი ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.

ყოფილმა პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, აპირებს თუ არა ის სათავეში ჩაუდგეს მიხეილ სააკაშვილის პარტიას - ეს ინფორმაცია დილიდან გავრცელდა და სოციალურ ქსელში წარმოუდგენლად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა...

ვითარებაში გასარკვევად, "კვირის პალიტრა" ყოფილ პირველ ლედის - მაკა ჩიჩუას დაუკავშირდა...

მაკა ჩიჩუა:

- ანუ გიორგი მარგველაშვილი ხდება მიხეილ სააკაშვილი? პირდაპირ მეცინება...

- დიახ, ითქვა, რომ მან მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო შეთავაზება...

- დააკვირდით, ვინ აჟღერებს ამ ყველაფერს!

- სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს...

- არა, ჩემო კარგო... კარგად შეხედეთ, თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ?! ამ ინფორმაციას, ძირითადად, "ქოცები" აზიარებენ! ეს მართლაც რომ ხდებოდეს, "მთავარი არხი" პირველი არ იტყოდა?! ეგენი არ არიან "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი უსტაბაშები და გამხმოვანებლები?! უმათოდ როგორ მოხდებოდა?! ეს ყველაფერი ხომ რაღაცების გადაფარვაა?! მაგალითად, გუშინდელი ბორინკას ამბის... კი, ბატონო, ეგრე ეგონოთ! რაღაც თავიანთ საქმეს აკეთებენ, რაღაცას "იჩალიჩებენ"! არც ვიცი, რა ჰგონიათ, მაგათ თავში რა იხარშება, ღმერთმა უწყის! ხშირად ქმნიან რაღაცებს, სრულიად უგუნურს!

- ანუ აბსურდია?

- ჯერჯერობით ეგრეა და არც მგონია, მოვლენები ოდესმე ეგრე განვითარდეს! მათ აწყობთ ახლა ასეთი რამ! "მარგველა" არის ისეთი ტიპი, რომელსაც საკმაოდ აქვს თავისი სიტყვის ძალა, ხალხის ნდობა... ამ დროს რაღაც ხომ უნდა მოეფიქრებინათ? რა ექნათ და, ბორინკას ამბავზე, ალბათ, გადაფარვის ეს გზა იყო საუკეთესო ვარიანტი! სუფთა წყლის მაგათი შემოგდებული თემაა, ყველა რომ ამის მსჯელობაზე გადავერთოთ! "მთავარი არხი", თურმე, შტერია და ეგეთ რამეს არ იტყოდა, როცა პირდაპირ მას ეხება?!

(სპეციალურად საიტისთვის)