"სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქ ომი გაჩაღებულიყო და რუსული ტანკები მდგარიყვნენ - არესტოვიჩმა გაამხილა, რისთვის ჩამოდიოდა სააკაშვილი რეალურად" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქ ომი გაჩაღებულიყო და რუსული ტანკები მდგარიყვნენ - არესტოვიჩმა გაამხილა, რისთვის ჩამოდიოდა სააკაშვილი რეალურად"

სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ აქ გაჩაღებული ომი ყოფილიყო, ჩვენ ვმდგარიყავით არა პარლამენტში, არამედ სადღაც გახიზნული, აქ სააკაშვილის გეგმებით რუსული ტანკები უნდა მდგარიყვნენ - არესტოვიჩმა გაამხილა, რისთვის ჩამოდიოდა რეალურად საქართველოში სააკაშვილი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი მის ვერ განახორციელებს და ის სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

"საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა არა მხოლოდ ხელისუფლების გადატრიალებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დღეს აქ გაჩაღებული ომი ყოფილიყო და ჩვენ ვმდგარიყავით არა პარლამენტის შენობაში, არამედ სადღაც გახიზნული და აქ სააკაშვილის გეგმებით რუსული ტანკები უნდა მდგარიყვნენ. მას მარტივი ინტერესი აქვს, რაზეც დღეს, არისტოვიჩმა ძალიან გულახდად ისაუბრა. არესტოვიჩმა ისაუბრა იმაზე, რაზეც საუბრობენ კიევის კულუარებსა და დერეფნებში. მან პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი ომს დაიწყებდა საქართველოში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ გააკეთებს. ეს პირდაპირ თქვა არესტოვიჩმა და გაამხილა ის, თუ რისთვის ჩამოდიოდა რეალურად საქართველოში სააკაშვილი. ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ "ნაცმოძრაობა" არის "ომის პარტია". საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ორი თვის განმავლობაში, რომ “ნაცმოძრაობა" არის "ომის პარტია". ომის პარტია იმიტომ არის, რომ ისინი არიან მოღალატეები. ომის პარტიასთან ერთად "ღალატის პარტია" არიან", - განაცხადა კობახიძემ.