"უკრაინაში არსებული ვითარება ნატო-ს უსასრულო გაფართოების შედეგია" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში არსებული ვითარება ნატო-ს უსასრულო გაფართოების შედეგია"

"უკრაინაში არსებული ვითარება ნატო-ს უსასრულო გაფართოების შედეგია",- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუტერეშთან მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებას, იმ კონტექსტში თუ რა ხდება უკრაინაში და „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“.

„ჩვენ ვხედავთ და ამაზე ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ ნატოს შეუზღუდავი გაფართოების, უნიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბების კურსის შედეგად“,- განაცხადა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს გაფართოების მიზანი რუსეთის შეკავება იყო, უკრაინა კი პლაცდარმად გამოიყენებოდა.

IPN