"15 წლისას გათხოვილი ქალი შეუყვარდა... შეჰპირდა, რომ მასზე იქორწინებდა, რაზეც ქალს გაეცინა" - კვირის პალიტრა

"15 წლისას გათხოვილი ქალი შეუყვარდა... შეჰპირდა, რომ მასზე იქორწინებდა, რაზეც ქალს გაეცინა"

მაკრონების წყვილი მართლაც გამორჩეულია. სკოლის მოსწავლეს გათხოვილი ქალი შეუყვარდა. ყმაწვილმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ამ ქალს ცოლად მოიყვანდა. ოფიციალური ცნობებით, ჯერ კიდევ 15 წლისას შეუყვარდა თავისი სკოლის მასწავლებელი, ფრანგულის პედაგოგი, მაშინ 39 წლის ბრიჯიტ ტრონიე, რომელიც მასზე 24 წლით არის უფროსი. რამდენიმეწელი დაიცადა. 17 წლისა სიყვარულში გამოუტყდა და შეჰპირდა, რომ მასზე იქორწინებდა, რაზეც ქალს გაეცინა... თუმცა 2006 წელს ბრიჯიტი 20-წლიანი ქორწინების შემდეგ ქმარს გაეყარა და 2007 წელს მათ იქორწინეს კიდეც.

მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, წყვილი ბედნიერებისგან ბრწყინავს. იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ, როგორია სინამდვილეში ბრიჯიტ მაკრონი, ქალბატონი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტის გული დაიპყრო, მის ცნობილ ციტატებს გაგაცნობთ.

"როდესაც ემანუელი 17 წლის იყო, მითხრა, რადაც უნდა დამიჯდეს ცოლად მოგიყვან".

"ის არ ჰგავდა სხვა მოზარდებს, დიდებთან ის დიდი კაცივით იქცეოდა."

"ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით. საკუთარი მოთმინებით ჩემი წინააღმდეგობა დაამარცხა".

"სიყვარულმა გზად ყველაფერი წაშალა და პირველ განქორწინებამდე მიმიყვანა, რასაც წინ ვერაფრით აღვუდექი".

"მომავალი ქმრისთვის უარი მხოლოდ ასაკობრივი სხვაობის გამო რომ მეთქვა, ცხოვრება გვერდით ჩამივლიდა". განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები