რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი? - კვირის პალიტრა

რას აცხადებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი?

როცა საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე.

"არაფერ ახალს არ ვიტყვი ამ მიმართულებით, რადგან ჩვენი მხრიდან გავლებულ იქნა ძალიან სწორი ხაზი, რაც ეხება პატიმართა უფლებებს, თავისუფალი სასამართლოს უფლებას. ავტომატურად, როცა საკითხი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

"ინტერპრესნიუსი"