"რუსეთი მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს"

რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა "სტუმრებს" უნდა ელოდოს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ მოლდოვის დედაქალაქს მიადგება.

"რუსეთს დნესტრისპირეთის დესტაბილიზაცია სურს და მიუთითებს იმაზე, რომ მოლდოვა "სტუმრებს“ უნდა ელოდოს. ცუდი ამბავი: თუ უკრაინა დაეცემა, რუსული ჯარები ხვალ კიშინიოვის კარიბჭეს მიადგებიან. კარგი ამბავი: უკრაინა ცალსახად უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, როგორც გუნდმა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

"ინტერპრესნიუსი"