"რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "გარდიანი"? - კვირის პალიტრა

"რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა" - რა ინფორმაციას ავრცელებს "გარდიანი"?

რუსეთმა პოლონეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა - ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ პოლონურ საინფორმაციო ვებგვერდ Onet.pl-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალება კი თავის მხრივ ცნობას პოლონეთის მთავრობისა და პოლონეთის გაზის სახელმწიფო კომპანია „PGNiG“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ეტაპზე რუსთის მიერ პოლონეთისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

"პოლონეთს აქვს გაზის საჭირო რეზერვები და მიწოდების წყაროები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავს - ჩვენ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან. ჩვენი საწყობების 76% სავსეა. პოლონურ სახლებში გაზის დეფიციტი არ იქნება“, - განაცხადა პოლონეთს კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მოსკვამ "ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"